აუტიზმის პროგრამა
აუტიზმის პროგრამა ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე 2016 წლის დეკემბერში ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის − „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ − მხარდაჭერით ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ქცევითი თერაპიით (ABA), რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს. ქცევითი თერაპევტები თელავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე გადამზადნენ.