Posted Saturday June 17, 2017 by gpidam83



დონორი: Mercy Corps Int.

განხორციელების დრო: 2001-2002 წწ.

 

პროექტის აღწერა:

პროექტის ფარგლებში თელავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატის სკოლიოზით დაავადებულ ბავშვებს გაეწიათ სოციალური  და სამედიცინო დახმარება. ისინი დაეუფლნენ პროფესიულ ჩვევებს: ისწავლეს ხელსაქმე − ძაფის დართვა, ღებვა ბუნებრივი საღებავებით და ქსოვა. მათივე მონაწილეობით შეიკერა ლოგინები, ჩაუტარდათ სამკურნალო ფიზკულტურა. პროექტი წარმატებული იყო, რაც დაადასტურა ბავშვთა ღრმა სამედიცინო შემოწმებამ, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2003 წელს ჩაატარა ჟვანიას სახელობის პედიატრიულმა კლინიკამ.