Posted Monday August 14, 2017 by Maiko Burduli



დონორი: არბაიტერსამარიტერ ბუნდი (პროექტი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების
შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის
შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“);

განხორციელების დრო:2013-2014 წწ;

 

პროექტის აღწერა:
თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 7-18 წლის მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 ბავშვისთვის (რომლებიც არ არიან საზოგადოებაში ინტეგრირებულნი)განხორციელდა:

  •  შინ მოვლის მომსახურების განვითარება;
  •  მონაცემთა ბაზის სრულყოფა;
  • მომსახურების მიწოდება (ბავშვის მოვლა ოჯახში, ბავშვისა და ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ბავშვის დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ბავშვის სოციალური გარემოს მოწყობა და ბავშვის საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა);
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერის მოპოვება პროექტის დასასრულს, დააფინანსონ მომსახურებები.