Posted Monday August 14, 2017 by Maiko Burduli



დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;

თანადამფინანსებელი: მაკლეინის ასოციაცია, ლოპოტა სპა სერვისი;

განხორციელების დრო: 2016-2017 წწ;

 

პროექტის აღწერა:

თელავიდან გეოგრაფიულად მოცილებული ალაზნის გაღმა მდებარე 7 სოფლისთვის მოეწყო ადრეული განვითარების ცენტრი, განხორციელდა 500-მდე ბავშვის განვითარების სკრინინგი; ყველა საჭირო შემთხვევაში მოხდა ბავშვების გადამისამართება შესაბამის პროგრამებში ჩართვის მიზნით. პროექტის ფარგლებში 35 ბავშვმა მიიღო ადრეული ინტერვენციის მომსახურება. გამოვლენილი 13 ბავშვი ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში. ბავშვებთან ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, იმუშავა 4-მა ადრეული ჩარევის სპეციალისტმა.