Posted Wednesday June 13, 2018 by gpidam83

ჩვენი მისიაა − თელავის, ყვარლის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში უზრუნველყოფილი იყოს ბავშვზე ზრუნვის სერვისების ხელმისაწვდომობა.

ამისათვის საჭიროებებზე დაყრდნობით ორგანიზაცია:

  • თავად განავითარებს და აწვდის ბენეფიციარებს სერვისებს;
  • ადვოკატირებას უწევს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტურ განხორციელებასა და ქვეყანაში არსებული რესურსების ხელმისაწვდომობას.

ჩვენი ხედვაა − საქართველოში სრულად იყოს რეალიზებული ყველა ბავშვის სიცოცხლის, განვითარების, დაცვისა და მონაწილეობის უფლებები და ქვეყანაში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მათ მაქსიმალურად მიუწვდებოდეთ ხელი განვითარებისა და ზრუნვის ხარისხიან სერვისებზე.