Posted Wednesday June 13, 2018 by gpidam83



ინსტიტუციონალიზებულ და გაშვილებულ ბავშვთა ინტეგრირება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში (კახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის (სპსჯ) პროექტი)

დონორი: Mercy Corps Int. და ფონდი „ჰორიზონტი“ (USAID)

განხორციელების დრო: 2004 წ

 

პროექტი ეყრდნობოდა სამოქალაქო ინტერესების დაცვის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოების ინფორმირებას პრობლემების შესახებ და ამ გზით მათი მხარდაჭერის მოპოვებას, შეხვედრების ჩატარებას ხელისუფლების წარმომადგენელებთან, პრობლემის საჯარო განხილვებს საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

 

პროექტის ფარგლებში საზოგადოების წარმომადგენლებმა და თელავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა ღია ბარათები გაუგზავნეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რათა დაცული ყოფილიყო ინსტიტუციონალიზებული და მიმღებ ოჯახებში მყოფი ბავშვების უფლებები.

სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიის განხორციელების შედეგად მოხერხდა სამიზნე ჯგუფის (კახეთის რეგიონის სკოლა-ინტერნატების 600-მდე ბავშვი) სრულფასოვანი ინტეგრირება მოქმედ ჯანდაცვით პროგრამებში.

One comment

  1. Hi, this is a comment.
    To get started with moderating, editing, and deleting comments, please visit the Comments screen in the dashboard.
    Commenter avatars come from Gravatar.

Leave a Reply

Your email address will not be published.