2018 წელს ორგანიზაცია გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული: ადრეული ინტერვენციის და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამების მიმწოდებელი.
სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამა;
ქვეპროგრამა განკუთვნილია თელავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის, რომლებსაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართულობისათვის სჭირდებათ დახმარება – აღენიშნებათ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი ნიშანი: აგრესიული ქცევა, თვითდამაზიანებელი ქცევა, უჭირთ ურთიერთობა სხვა ბავშვებთან, ნაკლებ ინტერესს იჩენენ თამაშისადმი, უჭირთ დასწავლა, აქვთ მეტყველების პრობლემები, ხშირად არიან უჩვეულოდ მოწყენილები, უჭირთ წესების დამორჩილება.
ქვეპროგრამის მიზანი: ადრეული ასაკის ბავშვების პოტენციალის სრულად გამოვლენის ხელშეწყობა. ბავშვების სასკოლო მზაობის გაზრდა.
ქვეპროგრამის ამოცანებია:
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა
ადრეული განვითარების ქვეპროგრამა განკუთვნილია, თელავის და თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, რომლებსაც/ ვისაც აქვთ/ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ან რომლებსაც/ ვისაც სკრინინგის(ასაკისა განვითარების ეტაპების კითხვარით -ASQ-3; ASQ-SE) შედეგად ბავშვის სოციალურ-ემოციური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების შეფასების საფუძველზე, გამოუვლინდათ განვითარების შეფერხება 1 და მეტ სფეროში. პროგრამა ხორციელდება თელავის ბაგა-ბაღების სააგენტოსთან თანამშრომლობით. განვითარების სკრინინგზე პასუხისმგებელია სააგენტო.
ქვეპროგრამის მიზანი: 3-6 წლამდე ასაკის, განვითარების შეფერხების ან ამ მხივ რისკის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დროული გამოვლენა და ჩართვა ბავშვზე ზრუნვის სერვისებში.
ქვეპროგრამის ამოცანები:
მომსახურება შესაძლებელია მიეწოდოს სახლში, მიმწოდებელთან ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
მომსახურებას უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი: ადრეული განვითარების სპეციალისტის, მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის, სპეციალური პედაგოგის, მშობლის მონაწილეობით; ბავშვთან მუშაობა ხორცილდება განვითარების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით; (გიგ)ქვეპროგრამის ფარგლებში სპეციალისტები კონსულტაციებს უწევენ მშობელს, ბავშვის ოჯახის წევრებს, ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს.
შენიშვნა: 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით ორგანიზაცია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან თანამშრომლობს, ბენეფიციარების დროული გამოვლენის და სახელმწიფო პორგრამაში ჩართვის მიზნით.
გვეწვიეთ ჩვენი ორგანიზაციის ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრებში:
თელავი, ჩოლოყაშვილის ჩიხი N3 სოფ. ნაფარეული, საბავშვო ბაღი
|
დაგვირეკეთ:
593 33 42 24 595 53 16 84 |
მოგვწერეთ:
info@gpida.ge
|