Posted Thursday June 14, 2018 by gpidam83



აუტიზმის  პროგრამა

აუტიზმის  პროგრამა  ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე 2016 წლის დეკემბერში ჩეხური არასამთავრობო  ორგანიზაციის − „ჩეხეთის  რესპუბლიკის  კარიტასის“ − მხარდაჭერით ამოქმედდა.

პროგრამის ფარგლებში ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ქცევითი თერაპიით (ABA), რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს. ქცევითი თერაპევტები  თელავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე გადამზადნენ.

სპეციალისტების მიერ ხორციელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება, ასევე ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა. მომსახურება ხორციელდება როგორც ცენტრში, ასევე ბინაზე. საჭიროებებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

„ჩეხეთის კარიტასი“ და ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩვენი მხარდამჭერები 2018 წლის ბოლომდე არიან.