სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, დღის ცენტრების ქვეპროგრამა
ორგანიზაცია 2016 წელს დარეგისტრირდა დღის ცენტრების ქვეპროგრამის მიმწოდებლად.
დღის ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და მიტოვების პრევენცია.
მომსახურებაში შედის:
დღის ცენტრის პროგრამას მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, არტთერაპევტი, სპეციალური განათლების პედაგოგი, ფიზიკური აღზრდის პედაგოგი) ახორციელებს. თითოეული ბავშვის სხვადასხვა სპეციალური ინსტრუმენტით შეფასების შემდეგ იქმნება ინდივიდუალური აბილიტაცია-რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო გეგმები, რომლებიც ეფუძნება ბავშვის შესაძლებლობებსა და ინტერესებს. გეგმის შედგენის პროცესში მშობლებიც არიან ჩართული. ისინი სპეციალისტებისგან შესაბამის რეკომენდაციებს იღებენ.
ცენტრი უზრუნველყოფს ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანასა და შინ დაბრუნებას, აგრეთვე
ორჯერად კვებას.
დღის ცენტრის მომსახურების მიღება შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელსაც პირველადი ჯანდაცვის ექიმისგან ან ვიწრო სპეციალისტისგან განსაზღვრული აქვს სერვისის საჭიროება. ჩარიცხვა ხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
მომსახურების მიღება თელავში შეუძლია 20 ბენეფიციარს. დღის ცენტრი ფუნქციონირებს ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა). ბენეფიციართათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო 4 საათია.
დაინტერესების შემთხვევაში:
დაგვირეკეთ:
558937909 |
მოგვწერეთ:
info@gpida.ge
|
ეწვიეთ სოციალური სააგენტოს გვერდს: | ეწვიეთ სოციალური სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს:
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=335
|