სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა
ორგანიზაცია 2018 წელს დარეგისტრირდა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის მიმწოდებლად.
ბინაზე მოვლის პროგრამა განკუთვნილია 7-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის, რომლებიც ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას (ვერფლობენ თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარებს) და შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.
ბინაზემოვლისპროგრამამოიცავს:
ბავშვის შეფასებასა და მომსახურების მიწოდებას ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში −სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.
მომსახურება ითვალისწინებს სხვა და სხვა სპეციალისტის (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, განვითარების სპეციალისტი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) და სპეციალიზებული მომვლელის ჩართულობას მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს:
მომსახურების ხანგრძლივობაა თვეში არაუმეტეს 44 საათისა.
ჩვენს ორგანიზაციას, ბინაზე მოვლის მომსახურება შეუძლია გაუწიოს 10 ბენეფიციარს.
დაგვირეკეთ:
579 13 13 81
|
მოგვწერეთ:
info@gpida.ge
|
ეწვიეთსოციალურიმომსახურებისსააგენტოს ტერიტორიულერთეულს:
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=613
|