Posted Thursday June 14, 2018 by gpidam83



სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა.

ორგანიზაცია 2013 წელს დარეგისტრირდა ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებლად.

 

ადრეული განვითარების პროგრამა ემსახურება დაბადებიდან სამ წლამდე და საჭიროების შემთხვევაში, შვიდ წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და მიწოდებას. მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული,  თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ადრეული ინტერვენციის პროგრამა ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული მომსახურებაა. შესაბამისად, პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების მიმართულებით.

ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. გეგმის შემუშავება ხდება გუნდის მიერ, რომელშიც სპეციალისტებთან (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ბავშვის განვითარების სპეციალისტი) ერთად მონაწილეობას, მშობლები და ოჯახის სხვა წევრებიც იღებენ, ერთად გეგმავენ განვითარების მასტიმულირებელი მუშაობის სტრატეგიებს.

ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდება ხდება ბავშვისათვის ბუნებრივ გარემოში: ოჯახში, საბავშვო ბაღში, საბავშვო მოედანზე.  შესაძლებელია ასევე  ადრეულიინტერვენციის ცენტრში, რაცდამოკიდებულია ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე. თითოეულ ბავშვთან დაგეგმილია 8 ვიზიტი (თითო ვიზიტის ხანგრძლივობა 1 საათია).

პროგრამის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომსახურების მიწოდება ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოში, ბავშვთა ადრეული განვითარების ვაუჩერის მიღებისა და „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციაში“  წარდგენის შემდეგ.

 

 

 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში:

გვეწვიეთ ჩვენი ორგანიზაციის ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრებში:

თელავი, ჩოლოყაშვილის ჩიხი N3

სოფ. ნაფარეული, საბავშვო ბაღი

 

დაგვირეკეთ:

593 33 42 24

595 53 16 84

მოგვწერეთ:

info@gpida.ge

 

ეწვიეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის გვერდს: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=330