Posted Tuesday August 14, 2018 by Maiko Burduli



პარტნიორი ორგანიზაცია: WorldVision (კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა)

 

პროექტის აღწერა:
პროექტი განხორციელდა მოხალისეობრივი პრინციპით. „ვორდვიჟენმა“ დაბეჭდა პროექტისთვის საჭირო მასალები, განხორციელებაში კი ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მათ მიერ გადამზადებულმა ბავშვის განვითარების მუშაკებმა.
ჩატარდა კვლევა, შეფასდა თელავის მუნიციპალიტეტის 17 სოფლის 5-6 წლის ასაკის 202 პირველკლასელი ბავშვის განვითარება. შეფასებისას გამოყენებულ იქნა გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული არასტანდარტიზებული ინსტრუმენტი.

კითხვარი შედგებოდა შემდეგი თემატური ბლოკებისგან:

  • ფიზიკური განვითარება;
  • თვითმომსახურება;
  • შემეცნების სფერო;
  • მეტყველების განვითარება;
  • წერისათვის მზაობა;
  • სოციალურ-ემოციური სფერო.

202 შეფასებული ბავშვიდან 18-ს აღენიშნა განვითარების შეფერხება 2 და მეტ სფეროში. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ისეთი მომსახურების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების შეფერხების რისკს.