Posted Tuesday August 14, 2018 by Maiko Burduli



(პარტნიორული პროექტი „პირველ ნაბიჯთან“ ერთად)

დონორი: გადავარჩინოთ ბავშვები (USAID);

განხორციელების დრო: 2010-2012 წწ;

 

პროექტის აღწერა:
თელავის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციისთვის კომპლექსური და სიცოცხლის უნარიანი შინ მოვლის მომსახურების განვითარება განხორციელდა. შედეგად, გაიზარდა ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი,განვითარდა მათი ბიო-ფსიქო-სოციალური უნარები და მოხდა ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ბავშვები ჩაერთნენ ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემასა (7 ბავშვი შევიდა სკოლაში) და არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში.
მშობლებმა და ოჯახის წევრებმა შეიძინეს/გაიუმჯობესეს ისეთი უნარები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მათი დაბრკოლებების დაძლევასა და ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. შინ მოვლის მომსახურება მიიღო 47-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა და მათი ოჯახის წევრებმა. ჩვენი ხელშეწყობით არაერთ ბავშვს მოუწესრიგდა პირადი დოკუმენტაცია, მიენიჭა შშმ სტატუსი და დაენიშნა პენსია. პროექტის სოციალური ფონდის დახმარებით, საჭიროების გათვალიწინებით, 47-ვე ბავშვმა მიიღო დახმარება: დაუფინანსდათ სხვადასხვა თერაპიული კურსი, შევუძინეთ: დამხმარე საშუალებები (ადაპტური სკამი, დასადგომი საშუალება, ზედა და ქვედა კიდურების ორტეზები, ეტლი), საწოლები, სარეცხის მანქანები და სხვა.