Posted Tuesday August 14, 2018 by Maiko Burduli



(პარტნიორული პროექტი „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებასთან” ერთად)

დონორი: USAID
განხორციელების დრო: 2013-2014 წწ;

 

პროექტის აღწერა:

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, სენსორული დარღვევების მქონე ბავშვთათვის (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებისათვის) გაიზარდა განათლების ხელმისაწვდომობა.
თელავში, მარნეულში, ახალციხესა და ახალქალაქში განხორციელდა 3-დან 12 წლის ჩათვლით სენსორული დარღვევების მქონე (სმენის არმქონე/ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე, უსინათლო და მცირედმხედველი):

  • სამიზნე ჯგუფის ბავშვების მოძიება და გამოვლენა, მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • ბავშვების საჭიროებათა კვლევა;
  • საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • სამიზნე ჯგუფის ბავშვებისთვის ხელშეწყობა შესაბამის საგანმანათლებლო სერვისში
    ჩართვისთვის.