Posted Tuesday August 14, 2018 by Maiko Burduli



დონორი: გადავარჩინოთ ბავშვები;

განხორციელების დრო: 2008 წ;

 

პროექტის აღწერა:
ჩატარდა თელავის რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებათა კვლევა ინტეგრირებული მოდელის მიხედვით (ბავშვის საჭიროებები, მშობლის უნარ-ჩვევები, გარემო),შეიქმნა შშმ ბავშვების მშობელთა კავშირი, კარდაკარ შემოვლით გამოვლინდა თელავის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 164 ბავშვი. მშობლებს მიეწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.  ასევე, ჩვენი მხარდაჭერით 17 ბავშვს მოუწესრიგდა პირადი დოკუმენტები, 14 ბავშვს მიენიჭა შშმ სტატუსი. შექმნილი მონაცემთა ბაზა მრავალი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა, პროექტების ფარგლებში გაგვეთვალისწინებინა ბავშვების სხვადასხვა საჭიროება.