Posted Monday September 10, 2018 by Maiko Burduli



6-7 ივლისს პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში თელავში გაიმართა აუტიზმის პროტოკოლის გაცნობითი შეხვედრა, რომელსაც კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჩვენი ორგანიზაციის – „საქართველოს საზოგადოებრივიინტერესების დაცვის ასოციაციის“ (სსიდა) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩეხეთის კარიტასის მხარდაჭერით, ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე, ფუნქციონირებს აუტიზმმის პროგრამა. 13 ბავშვი იღებს ქცევითი თერაპევტების მომსახურებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტების ზედამხედველობით. აგრეთვე, ჩეხეთის კარიტასის მხარდაჭერით, სსიდა-ის ბაზაზე, დღეს უკვე შესაძლებელია აუტიზმის დიაგნოსტირება.

პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ. მას „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ ახორციელებს.