Posted Monday September 10, 2018 by Maiko Burduli



WorldVision საქართველოსთან ერთად კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულების ფარგლებში, მარტში დაიწყო და მაისამდე გაგრძელდა მშობელთა და შვილთა სკოლის სესიები. ჩვენი ორგანიზაციის სპეციალისტები მუშაობენ ბავშვებთან და მათი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, კონსულტაციას უწევენ მშობლებს. გამოვლინდა ხუთი ბავშვი, რომლებიც საჭიროებენ ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ჩართვას და გადამისამართდნენ სახელმწიფო პროგრამაში.