Posted Monday September 10, 2018 by Maiko Burduli



2018 წლის 24 აგვისტოს თელავის ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრს თელავის მერიის წარმომადგენლები – მერის მოადგილე გურამ გურაბანიძე, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამსახურის უფროსი – გიორგი ენუქიძე, საკრებულოს წევრები – გიორგი ჩაბრაშვილი და ტიტე დარეჯანიშვილი ეწვივნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა- ნინო პაატაშვილმა მათ მერის მიერ დაფინანსებული პროგრამების ხუთ თვიანი ანგარიში წარუდგინა, ისაუბრეს შედეგებზე, საჭიროებებსა და გამოწვევებზე. მერიის წარმომადგენლებმა ასევე, დაათვალიერეს ცენტრი და გაესაუბრნენ მშობლებს. გურამ გურაბანიძის თქმით, მერია განაგრძობს პროგრამების დაფინანსებას და ეტაპობრივად გაზრდის სუბსიდირებას. სამუშაო შეხვედრა სექტემბრის პირველ კვირაში ჩაინიშნა.