აუტიზმის პროგრამა
აუტიზმის პროგრამა

აუტიზმის პროგრამა ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე 2016 წლის დეკემბერში ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის − „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ − მხარდაჭერით ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ქცევითი თერაპიით (ABA), რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს. ქცევითი თერაპევტები  თელავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე გადამზადნენ.

 

იხილეთ სრულად

შინ მოვლა
შინ მოვლა

ბინაზე მოვლის პროგრამა განკუთვნილია 7-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის,რომლებიც ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას (ვერფლობენ თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარებს) და შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.

 

იხილეთ სრულად

დღის ცენტრი
დღის ცენტრი

დღის ცენტრის პროგრამას მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, არტთერაპევტი, სპეციალური განათლების პედაგოგი, ფიზიკური აღზრდის პედაგოგი) ახორციელებს. თითოეული ბავშვის სხვადასხვა სპეციალური ინსტრუმენტით შეფასების შემდეგ იქმნება ინდივიდუალური აბილიტაცია-რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო გეგმები, რომლებიც ეფუძნება ბავშვის შესაძლებლობებსა და ინტერესებს. გეგმის შედგენის პროცესში მშობლებიც არიან ჩართული. ისინი სპეციალისტებისგან შესაბამის რეკომენდაციებს იღებენ.

იხილეთ სრულად

სიახლეები

თამარ გაგოშიძე ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ

გაიგე მეტი

პროექტები

Revitalize your intimate moments with OTC erection pills. Discover effective and convenient solutions to achieve the satisfaction you desire.

ყველა ბავშვის პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა

ვიდეოს აღწერა

გაიგე მეტი ჩვენ შესახებ
ყველა ბავშვს პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა!

„საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია“ ადვოკატირების კამპანიას (ოქტომბერი-დეკემბერი 2017 წ) ახორციელებს, რომლის მიზანია - ბავშვზე ზრუნვის სერვისების განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ეს ვიდეო. დიდი იმედი გვაქვს გადწყვეტილების მიმღები პირების დამოკიდებულების აღნიშნული საკითხისადმი.

Posted by თელავის ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი on პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017